ყანის ყაზახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყანის ყაზახა - leucostomum G.Wor.

leucostomum G.Wor.– ყანის ყაზახა

პოლიკარპული მცენარეა, მოგრძო-ოვალური ბოლქვითა და ვიწრო-ხაზური, ღარისებრი, ოდნავ დაკლაკნილი ფოთლებით. მტევანი ოვალურია, კუმსი, 1,5-2 სმ სიგრძის; სტერილური ყვავილები მცირერიცხოვანია, კაშკაშა ცისფერი და მოკლეყუნწიანებია; სანაყოფე ყვავილების ყვავილსაფარი მილისებრ-ოვალურია, მოშავო იისფერი, თავში შემოვლებული აქვს თეთრი არშია; ყვავილსაფრის კბილები თეთრია და გადაღუნული. ნაყოფი მომრგვალო სამწახნაგოვანი კოლოფია, მრავალრიცხოვანი შავი, მობრტყო თესლით.

ყვ. III-IV; ნყ. IV-V.

ირანულ-თურანული სახეობაა. აღწერილია კოპეტდაღიდან მიღებულ ეგზემპლარებზე, რომლებიც კულტივირებული იყო პეტერბურგის ბოტანიკურ ბაღში. ტიპი პეტერბურგში.

საერთო გავრცელება: ირანი, შუა აზია: მთიანი თურქმენეთი (კოპეტდაგი), ამუ დარია, პამირ-ალათაუ (ზერავშანი) (Флора СССР, 1935). კავკასია: აღმ. ამიერკავკასია: აზერბაიჯანი (Гроссгейм, 1940).

საქართველოში გავრცელებულია ქართლში (საქ. მც. სარკვ., 1969). ლიტერატურული მონაცემების თანახმად თბილისის შემოგარენში იზრდება წყნეთისა და მცხეთის მახლობლად (მაყაშვილი, 1953).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები