ქრისტესბეჭედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტესბეჭედა

ქრისტესბეჭედა – (Sanicula europaea L.);
ოჯახი: ქოლგოსნები (Apiaceae).
მეგრულადტურაში კუჩხი, ქრისტეში ბეჭედი, ქაჯის სონა

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 20-80 სმ. ღერო მარტივი ან დატოტვილი. ფოთლები ქვედაღეროსეულია, გრძელყუნწიანი, ფორმით მომრგვალო და ღრმად არის 5 ნაწილად დაყოფილი. ნაკვთები ფართო-უკუკვერცხისებურია; კიდეებზე დაკბილული. ღეროსეული ზედა ფოთლები ძალიან პატარაა, მჯდომარე. ყვავილედი საგველაა ან ცრუ ქოლგა. გვირგვინი თეთრია ან მკრთალი ვარდისფერი. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალის ტყეში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

როგორც ბალახი, ასევე ფესვები შეიცავს საპონინებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, მცირე რაოდენობით ეთერზეთებს. ბალახში ასევე აღინიშნება ვიტამინი C და ალანტოინი.

ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება მთელი მცენარე, ბალახისა და ფესვების გამოყენება იდენტურია. მათში შემავალი საპონინებიდან გამომდინარე, მცენარე ხასიათდება ამოსახველებელი, შემომგარსავი მოქმედებით და ხალხური მკურნალების მიერ ხველების საწინააღმდეგოდ იხმარება. ასევე ცნობილია, რომ გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება კუჭ-ნაწლავის აშლილობისას, დიზენტერიის დროს. რეკომენდირებულია შემდეგი ავადმყოფობების სამკურნალოდ: სისხლის დაავადებები (დეტოქსიკაცია – სისხლის გაწმენდა მავნე ინგრედიენტებისაგან); სისხლდენის შეჩერება (შველის სისხლის შედედებას, განსაკუთრებით პირის ღრუს მცირე კაპილარებისას, გინგივიტს, ასევე გარეგან და შინაგან სისხლდენას), კუჭ-ნაწლავის დაავადებები (აცილებს სისხლდენას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავებიდან, წყლულოვანი კოლიტი, პოლიპები, კუჭ-ნაწლავის კატარი, ქრონიკული ფაღარათი), ყელისა და პირის ღრუს დაავადებები (ანთება და ინფექციები, ღრძილებიდან სისხლდენა), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, კანის დაავადებები (ჭრილობები, ჩირქოვანი მუწუკები, წყლულები, გამონაყარი, მუნი, ლიქენი, დაჟეჟვა, დაჭიმულობა, სისხლდენის შეჩერება), ლიმფას დაავადებები (გასიებული ლიმფური კვანძები), სასუნთქი ორგანოების დაავადებები (ასტმა, ფილტვებიდან სისხლდენა, ქრონიკული ხველება, ინფექციები, პნევმონია, ტუბერკულოზი, სისხლიანი ნახველი). მას იყენებენ აგრეთვე მტკივნეული მენსტრუაციისა და, თირკმელებიდან სისხლდენისას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები