ქრიზანთემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Qrizan.PNG

ქრიზანთემა — chrysanthenum indicum ქრიზანთემას ქართლში ეძახიან მამულა-ყვავილს; კახეთში — შემოდგომურას, შემოდგომის ყვავილს, ბუტიას, გიორგობელას; სამეგრელოში — დამორჩილიში ვარდს, ზოთონჯიში ვარდს, ჩუბინაშვილი კი ადრაგუნის;

ქრიზანთემა მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა Asteraceae-ს ოჯახს. ქრიზანთემას გვარში 160-მდე სახეობაა. ქრიზანთემა ერთწლიანი 40—100 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა, ფესვი ძლიერ ღერძიანი და დატოტვილი. ფოთლები ორად გაყოფილი, თანაყვავილედი — ერთეული, კალათები შეკრულია ფუძით 7 სმ-მდე სიგრძის ტოტებით. ენაკების ყვავილები განლაგებულია ერთრიგად და აქვთ იისფერი ან სამფერი ნათელი შეფერვა, ხასიათდება უხვი ყვავილობით.

ლიტერატურული მონაცემებიდან ჩანს, რომ იმ ნიადაგში, სადაც კულტივირებულია ქრიზანთემა მნიშვნელოვნად მცირდება გალიანი ნეტოდების რიცხობრივობა, შესაბამისად შემცირებულია მათი რაოდება მის ფესვებზეც, ხოლო პომიდორის ფესვებზე ეს მაჩვენებელი საგნობლად მაღალია. აღსანიშნავია ისიც, რომ პომიდორისა და ქრიზანათემას ერთობლივ ნათესში გალიანი ნემატოდების პოპულაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები