ქორდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქორდა – წირის ნებისმიერი ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი. წრეწირის ქორდას ზოგჯერ შესაბამისი წრის ქორდას უწოდებენ. წრეწირის ცენტრზე გამავალ ქორდას დიამეტრი ეწოდება.
წრეწირის ქორდებსა და ცენტრიდან მათი დაშორების მანძილებს შორის დამოკიდებულებებზე თეორემები გადმოცემულია ევკლიდეს „საწყისების“ III წიგნში.
ტერმინი „ქორდა“ ბერძნული წარმოშობისაა – χορδη – „სიმი“, „ძარღვი“. იგი თანამედროვე მნიშვნელობით ევროპელმა მეცნიერებმა XII - XIII ს-ებში შემოიღეს.