ქვის სამუშაოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვის სამუშაოებისამშენებლო სამუშაოები, რომელიც სრულდება ბუნებრივი ან ხელოვნური ქვის მასალისაგან შენობა-ნაგებობათა ასაგებად. გამოყენებული მასალის მიხედვით ქვის წყობის შემდეგი ძირითადი სახეები არსებობს:

1) კედლის, სვეტისა და შენობის სხვა ნაწილების აგურის წყობა;
2) ღრუ კერამიკული ქვით, მასიური და ღრუ წიდაბეტონის ქვით განხორციელებული წყობა;
3) დახერხილი, უმეტესად მსუბუქი ბუნებრივი ქანის ქვით (ტუფი, კირქვა და მისთ.) ამოყვანილი წყობა;
4) წყობა ბეტონის, რკინაბეტონის ან აგურის მსხვილი ბლოკებითა და პანელებით.

ქვის სამუშაოები ყველაზე გავრცელებული სახეობაა აგურის (მასიური და სიღრუეებიანის) და მცირე სიდიდის მსუბუქი პემზაბეტონის ბლოკების წყობა, რომელიც ხორციელდება ცალ-კეული ელემენტის დუღაბზე დაწყობით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები