ქალკოპირიტი (ბერძ. chalkos სპილენძი და pyritē გოგირდის ალმადანი) – ჰიდროთერმული წარმოშობის მოყვითალო-ოქროსფერი მყიფე მინერალი, სპილენძის ალმადანი, სპილენძის ნაერთი რკინასა და გოგირდთან; სპილენძის მისაღები მადანი. ქიმიური ფორმულა – CuFeS2.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი