ფუნქცია შეზღუდული ვარიაციის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნქცია შეზღუდული ვარიაციის – განსაზღვრა მოგვცა ჟორდანმა 1881 წლის ჩანაწერში. ამ ცნებამდე ის მივიდა წირთა გაწრფევადობის კვლევისას. თავის „Cours d'analyse“-ს პირველ გამოცემაში (1882) ჟორდანმა დაამტკიცა, რომ უწყვეტი x=φ(t), y=ψ(t) წირის გაწრფევება შეიძლება მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა φ (t) და ψ(t) ფუნქციებს აქვთ შეზღუდული ვარიაცია. აქ ჟორდანი იყენებდა სახელწოდებას „ფუნქციები შეზღუდული რხევით“, ხოლო „ფუნქციები შეზღუდული ვარიაციით“ გამოჩნდა მეორე გამოცემაში (1893). გამოთქმები „f(x) ფუნქციის ვარიაცია [a,b] შუალედში a≤x1≤x2≤...≤xn≤b მნიშვნელობათა მწკრივისათვის“, „სრული ვარიაცია“ ნაწილობრივ ეკუთვნის ე. ჰობსონს (1907), ხოლო ნაწილობრივ – ვ. იუნგს (1906).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები