გაწრფევება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაწრფევება (გაწრფევების მეთოდი) – აპროქსიმაცია, რომელიც საშუალებას იძლევა არაწრფივი ამოცანების ამოხსნები დავიყვანოთ მონათესავე წრფივი ამოცანების თანამიმდევრულ ამოხსნებზე.

წირის და ბრუნვითი ზედაპირის ფართობის გაწრფევების ამოცანები საკმაოდ გვიან, XVII ს-ში გამოჩნდნენ. დაგვიანება გამოიწვია ელიფსის რკალის გაწრფევების ამოცანამ. დეკარტი წერდა: „წრფეებსა და წირებს შორის დამოკიდებულება უცნობია და, ვფიქრობ, არ შეიძლება შეცნობილ იქნეს ადამიანის მიერ“. პირველი წირი, რომლის გაწრფევებაც ერთდროულად (1657,1658) შეძლო რამდენიმე ავტორმა იყო ნეილის პარაბოლა. ამის კვალდაკვალ ციკლოიდის გაწრფევება მოახდინეს რენომ (1658) და ჰიუგენსმა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები