ფრონე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრონე, ფვრონის ხეობამდინარე, ხეობა ცენტრალურ (შიდა) ქართლში (ქარელის რ.). სათავეს იღებს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე:

ჰიდრონიმი ფრონე საკმაოდ დიდი ხნოვანობისაა. ქართულ ნარატიულ ძეგლებსა თუ ეკონომიკურ-სამართლებრივ საბუთებში ფრონე XV-XVI საუკუნეებიდან იჩენს თავს. გვიანფეოდალური ხანის პერიოდის ერთ-ერთი საბუთის მიხედვით ვინმე ხოსიტა მაღანაშვილს (მაღალაშვილი?) თავისი წილი ტყე მიუყიდია ქავთარა სამხარაძისათვის „ქვეით ფრონის პირამდი საფანქველურო, იქით – მესხის მიწამდი.

საინტერესოა, რომ დღეს ამ რეგიონის მცხოვრებთა მეტყველებაში სიტყვა ფრონე მდინარის, ხევის, წყლის აღმნიშვნელ ზოგად ტერმინად არის ქცეული, ისევე როგორც თუშებისათვის – ალაზანი, რაჭველებისათვის – რიონი, მთიულ-გუდამაყრელებისათვის – არაგვი და ა.შ.

ფრონის ხეობა მოიცავს სამი პატარა მდინარის (დვანის, ალისა და ფცის წყლები) აუზს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ სამივე მდინარეს სართაულ სიტყვად ფრონეს უმატებს: არადეთის ფრონე, ალის ფრონე და სხვ დროთა განმავლობაში ფრონემ თვითონ შეითავსა წყლის აღმნიშვნელი სიტყვის ზოგადი მნიშვნელობა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსაზღვრელი სიტყვის (დვანის, ალის…) თანდათანობითი გაუჩინარება. სპეციაღურ ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი ფრონე და ფონ-ი („თხელი წყალი“) სიტყვების მოსალოდნელი ურთიერთკავშირის თაობაზე, რაც ანგარიშგასაწევად გვეჩვენება.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები