ფორსირება (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფორსირება - (ფრანგული force - გაძლიერება), ნებისმიერ საქმიანობაში რისამე დაჩქარება, დაძაბულობის ან ტემპის გაძლიერება.
სამხედრო ხელოვნებაში - ბუნებრივი დაბრკოლებების, უმეტესად წყლისმიერი, ჯარების მიერ ბრძოლით გადალახვა. წყალქვეშა ნავების, ხომალდების მიერ ნაღმური წინაღობების ან წყალქვეშა ნავების მიერ მოწინააღმდეგის ნავსაწინააღმდეგო ზღუდის გადალახვა.
ზოგიერთ ქვეყანაში ტერმინი „ფორსირება“ გამოიყენება სახმელეთო ჯარების მიერ წინაღობების და დაბრკოლებების (ნაღმების ველი, დასნებოვნების, ნგრევის ზონები და სხვა) გადალახვის დროს.