ფორკისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფორკისი – (ბერძნ.) ზღვის ღვთაება. პონტოსისა და გეას ძე. მისი მეუღლე იყო კეტო. გორგოების, გრაიების, ლადონის, ენიოს, პოლემოსისა და ჰესპერიდების მამა. ფორკისისა და ჰეკატეს ძეა სკილა.