ფილდინგი ჰენრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი ფილდინგი

ჰენრი ფილდინგი − (ინგლ. Henry Fielding, 1707-1754), ინგლისელი მწერალი, დრამატურგი; ერთ-ერთი თვალსაჩინო რომანისტი, 25 კომედიის ავტორი. მისი პირველი პიესები – „სიყვარული სხვადასხვა ნიღაბში“, „პეწენიკი ტემპლადან“, ახლოს დგას ზნეობათა კომედიასთან და რესტავრაციის ეპოქის კომედიებთან. მათში უკვე გამოსჭვივის განმანათლებლური იდეები. სენტიმენტალური კომედიის გავლენა იგრძნობა პიესებში: „თანამედროვე მეუღლე“, „ყველასთან სათნო“, „ქორწინების დღე (და სხვ.). ადრეული კომედიებიდან ყველაზე მეტად ცნობილი გახდა „პოლიტიკოსი ყავის სახლიდან, ანუ მოსამართლე თავისსავე ხაფანგში“. იგი წერდა ლიტერატურულ პაროდიებსაც: „საავტორო ფარსი“ და „ცეროდენა“, „ტრაგედიათა ტრაგედია, ანუ ცხოვრება და სიკვდილი ცეროდენა დიდისა“ წარმატება ჰქონდა ფარსს „სიბრძნეს ზიარებული მოხუცი, ანუ მხილებული ქალიშვილი“. სოციალური და პოლიტიკური სატირა მძაფრდება ბალადურ ოპერაში „გრაბ-სტრიტის, ანუ ცოლის ქოშის ქვეშ“, რომელიც მიმართული იყო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამავე ჟანრთან ახლოსაა „დონ კიხოტი ინგლისში“. მისი პიესები იქცა თეატრის ცენზურის დაწესების საბაბად, რამაც აიძულა ფილდინგი მიეტოვებინა თეატრი და პიესების წერა.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები