პაროდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაროდია – (ძვ. ბერძნ. παρά „იქვე, პირდაპირ” და ᾠδή „სიმღერა”), ლიტერატურული ჟანრი, ნაწარმოები, სადაც ხელოვნების რომელიმე მოვლენა კომიკურად ან სატირულად, ახლებურადაა გააზრებული. პაროდიის თემად შესაძლოა იქცეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ყოფითი ან სხვა ცხოვრებისეული მოვლენა. პაროდია კომედიის, სატირის თავისებური განტოტებაა. მას უნარი შესწევს მოვლენაში თუ ადამიანში ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ნაკლი ან ხარვეზი აღმოაჩინოს. იგი შესაძლოა იყოს მსუბუქი, კეთილი ღიმილის მომგვრელი. მაგრამ შეიძლება იყოს გამკილავი და გამანადგურებელიც კი.

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში პაროდიის ხერხს მიმართა არისტოფანემ („ღრუბლები“ პაროდია სოფისტებზე და სოკრატეზე; „ქალები ფესმოფორიების დღესასწაულზე“, „ბაყაყები“ – პაროდია ევრიპიდეს ტრაგედიებზე). მე-17-18 ს. ინგლისში პაროდიის ჟანრში დაიწერა პიესები „მოგიზგიზე ბუტკოს რაინდი“ (ბომონტი და ფლეტჩერი, 1607 წ.) ჯ. ჰეივუდის პიესაზე „ოთხი ლონდონელი შეგირდი“; ჯ. ბეკინგემის „რეპეტიცია“ – პაროდია ჯ. დრაიდენის ჰეროიკულ დრამაზე (1671); ფილდინგის „ტრაგედიათა ტრაგედია, ანუ სიცოცხლე და სიკვდილი დიადი ერთი ციდა ბიჭისა“ (1730) და შერიდაის „კრიტიკოსი“ (1779) – იმ დროის დრამატურგიის ზოგიერთ მოვლენებზე. საფრანგეთში შეიქმნა მრავალრიცხოვანი პაროდიები პარიზის თეატრში „კომედი იტალიენი“ და ბაზრობის თეატრებში, მათ შორის: სკობინის „უაზრო ჩხუბი ანუ „ანდრომაქეს“ კრიტიკა“ (1668), პირონის „ოიდიპოსი უკუღმა“ (1718), „ბოლუსი“ (1731) – პაროდია ვოლტერის ტრაგედიებზე „ოიდიპოსი“ და „ბრუტოსი“, პლატენის „საბედისწერო ჩანგალი“ (1826), „რომანტიკული ოიდიპოსი“ (1829) – პაროდია, სადაც გამასხრებულია „ბედისწერის ტრაგედია“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები