ფიზოცეფალოზი (ფუტკრის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fizoc.PNG

ფიზოცეფალოზი - ფუტკრის დაავადებაა, რასაც თან ახლავს ფუტკრის ოჯახის დასუსტება და პროდუქტიულობის დაქვეითება. მისი გამომწვევია მწერი (ბუზიმრგვალთავა). დედალი ბუზი სწრაფად დაფრინავს, მუშა ფუტკარს ეწევა და მასზე კვერცხს დებს. კვერცხიდან გამოდის მატლი, რომელიც სეგმენტებშორისი სიფრიფანა აპკის გავლით ფუტკრის სხეულში შეაღწევს და სწრაფად ვითარდება მუცლის ღრუში. დაჭუპრების შემდეგ ახალგაზრდა ბუზი მომწიფდება, არღვევს სეგმენტებშორის აპკს და გარეთ გამოდის.

დაავადების ნიშნები- დაავადებულ ფუტკარს ძლიერ ეჭიმება მუცელი. სეგმენტებშორის აპკში ჩანს ბუზის თეთრი მატლი. სკის ახლოს ბევრი დასუსტებული, ნაკლებად მოძრავი ფუტკარია. დიაგნოზს ადგენენ გარეგანი ნიშნების მიხედვით. მუცლის გახსნისას ჩანს ბუზი-მრგვალთავას მატლი.

ბრძოლის ღონისძიებები - დამუშავების წინ, სკის ძირზე დებენ მცენარეული ზეთით გაჟღენთილ ქაღალდის ფურცელს, ჩამოცვივნული პარაზიტები რომ მიეწებონ და არ გაცოცდნენ დაცვივნულ პარაზიტებს სკის ძირიდან იღებენ და წვავენ.


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები