ბუზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუზები - მწერები, რომლებიც მიეკუთვნება Brachycera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს. გავრცელებულია ყველგან.
სავეტერინარო მნიშვნელობა აქვთ სამი ოჯახის ბუზებს: ნამდვილი ბუზები (Muscidae), ხორცის ლურჯი და მწვანე ბუზები (Calliphoridae) და ხორცის რუხი ბუზები (Sarcophagidae).
ნამდვილი ბუზების (Muscidae) დიდი ნაწილი ზოოფილური და სინანთროპული სახეობებია:
- Musca domestica – ოთახის ბუზი;
- Fannia canicilaris (ფრანგ. fane მოდუნებული, უფერული და ლათ. canicula ძაღლი) – ოთახის მცირე ბუზი;
- Muscina stabulans (ლათ. stabulatio გომური, ფარეხი) ბინის ბუზი;
- Musca autumnalis (ლათ. შემოდგომის) – მინდვრის ბუზი;
- M.larvipara (ლათ. ცოცხალმშობი) – ცოცხალმშობი მინდვრის ბუზი;
- M.amica (ლათ. მეგობარი) – ციმბირის მინდვრის ბუზი;
- Stomoxys calicitrans (ბერძნ. stoma სტომა + oxys ბასრი და ლათ. calcitrare წიხლის კვრა) – შემოდგომის წვია;
- Haematobia stimulans, H.atripalpis; (ჰემატობია)
- Liperosia irritans, L.titilans. (წვიები)
ოჯახი – Calliphoridae (ხორცის ლურჯი და მწვანე ბუზები. (კალიფორიდები)
ოჯახი – Sarcophagidae (ხორცის რუხი ბუზები). (სარკოფაგიდები)