სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

„სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი“ საქართველოში პირველად გამოიცემა. იგი მოიცავს 866 ტერმინსა და ცნებას, რომლებიც განმარტავენ პარაზიტიზმის საფუძვლებსა და პარაზიტული ორგანიზმების სისტემატიკური კუთვნილების საკითხებს, აღწერენ უპირატესად გავრცელებულ ინვაზიურ დაავადებათა აღმძვრელების – ჰელმინთების (ტრემატოდები, ცესტოდები, ნემატოდები, თავეკლიანები), უმარტივესების (სპორიანები, შოლტიანები, წამწამიანები), ობობასებრებისა (პარაზიტიფორმული და აკარიფორმული ტკიპები) და მწერების მორფოლოგიურ და ბიოლოგიურ თავისებურებებს, ამ დაავადებათა კლინიკური გამოვლენის ნიშნებს, მათ საწინააღმდეგო ღონისძიებათა არსს.

წინამდებარე ლექსიკონი განკუთვნილია ბიოლოგიისა და ვეტერინარიის დარგების სპეციალისტებისათვის. იგი შესძლებელია გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესში, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, აგრეთვე – სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ასევე, „სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი“ გარკვეულწილად საინტერესოა სამედიცინო პარაზიტოლოგიის მუშაკთათვის, რადგან მრავალი პარაზიტული ორგანიზმი არის ზოონოზურ დაავადებათა აღმძვრელი ან მათი გადამტანი.

ავტორი
შადიმან ფოცხვერია

მთავარი რედაქტორი:
ირაკლი ელიავა - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი.

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი : [დამხმარე სახელმძღვანელო] / შადიმან ფოცხვერია ; მთავარი რედაქტორი ირაკლი ელიავა ; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

‏‎
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები