ფაფანაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაფანაგი - ხევსური ქალის სამოსელი, სადიაცოზე ჩასაცმელი, ქოქლოს მსგავსი, რომლისგანაც გრძელი, ვიწრო და დახშული სახელოებით და გადაკეცილი საყელოთი განსხვავდება. ის ძველ კოლექციებში გვხვდება მხოლოდ მას სამხედროები წელამდე აქვს შეჭრილი მდიდრულადაა გაწყობილი მძივ-ღილით, სირმით და ვერცხლის სამკაულებით.

ძველად 16-17 წლის ქალს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ფაფანაგი. მას მეტ წილად დღეობებსა და ხატობაში იცვამდნენ. იგი წინ დუგმებით ან ღილ-შატით იკვროდა. ხევსური მანდილოსნები შემოდგომასა და გაზაფხულზე ქოქლოს იცვამდნენ. ადრე კი ქოქლოს ნაცვლად ფაფანაგი სცმიათ.


წყარო

ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები