უსასრულოდ მცირე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უსასრულოდ მცირე – ცვლადი სიდიდე, რომელიც მოცემულ პროცესში ცვლილებისას ხდება და რჩება აბსოლუტური სიდიდით ნაკლები ნებისმიერ წინასწარ დასახელებულ რიცხვზე.
x0 წერტილის მიდამოში განსაზღვრულ f(x) ფუნქციას უწოდებენ უსასრულოდ მცირეს, თუ ნებისმიერი x-თვის
სხვადასხვა რიგის უსასრულოდ მცირე სიდიდეები უკვე ფერმას შრომებში გვხვდება (არც თუ ნათელი სახით). მათით ფართოდ სარგებლობდნენ ნიუტონი და ლაიბნიცი. განსაზღვრა მოგვცა კოშიმ (ზღვარზე გადასვლის ცნებაზე დაფუძნებით) (1821-1823). ცნებები (0 („0“-დიდი) და o („o“-მცირე) შემოიღეს ბახმანმა (1894) და ლანდაუმ (1909).
უსასრულოდ მცირეთა მეთოდი, ანუ ზღვართა მეთოდი, მათემატიკური ანალიზის დაფუძნების ძირითადი მეთოდია.