უჟმურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უჟმურა - Geranium robertianum L.

Geranium robertianum L.უჟმურა.

ერთ ან ორწლოვანი 20-50 სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორმდგომია, ხშირად მოწითალო ელფერით, ჯირკვლისებრ შებუსული. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ნაზია, 3-5 სეგმენტად ღრმად დაყოფილი, მათი სეგმენტები თავის მხრივ ორმაგფრთისებრაა განკვეთილი. ყვავილები ჩვეულებრივ ორ-ორია ფოთლების იღლიებში გრძელ ყუნწებზე განლაგებული, გვირგვინის ფურცლები წითელიაა, ზოგჯერ თეთრზოლებიანი. ნაყოფი გრძელი ნისკარტითაა, ხუთბუდიანია, მომწიფებისას იშლება, თითოეული მათგანის ნისკარტი სწრაფად იხსნება, ნისკარტი ზემოთკენ რკალივით იღუნება და თესლი შორს იტყორცნება. თესლი წვრილია, კვერცხისებრი ან მომრგვალო ყვ. V-X; ნაყ. VI-X.

იზრდება ტყის სარტყელში ტენიან დაჩრდილულ ადგილებში, ვრცელდება სუბალპურ სარტყლამდე.

ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, სისხლშემაჩერებელი, შემკვრელი და გამაუმტკივნებელი მოქმედებით. ბალახი გამოიყენება ფაღარათის, დიზენტერიის, რევმატიზმის დროს. თირკმელკენჭოვანი დაავადებებისას ხელს უწყობს მარილების დაშლას.

თანამედროვე ონკოლოგიაში უმთავრესად მკურნალობა ტარდება აგრესიული ქიმიური ნივთიერებებით (ქიმიოთერაპია) ან დასხივებით (რენტგენოთერაპია), რასაც საბოლოოდ მივყავართ ორგანიზმის მავნე ნივთიერებებით დასარევლიანებასთან. დასხივების შემდეგ ორგანიზმის აღდგენა ნელ-ნელა ხდება, თუმცა ამ პროცესის დაჩქარება შესაძლებელია უჟმურას ნაყენის მეშვეობით. მცენარე თავის მასაში აგროვებს რადიუმის განსაზღვრულ რაოდენობას, რომელიც დამღუპველია კიბოს წარმონაქნისათვის. ხელს უწყობს დეტოქსიკაციას, ორგანიზმის გაძლიერებას; არსებობს ცნობები უშვილობისას მისი გამოყენების დადებით მაჩვენებლებზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები