უმბრა (საღებავი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უმბრა (ლათ. umbra ჩრდილი) – თიხოვანი წარმომავლობის ყავისფერი მინერალური პიგმენტი შეფერილი რკინისა და მანგანუმის ჟანგით. გამოირჩევა ამაღლებული სინათლემედეგობითა და მედეგობით ტუტეებისა და ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ. ამ საღებავმა ასეთი სახელწოდება მიიღო ერთ-ერთი უძველესი რომაული პროვინციის უმბრიის სახელთან დაკავშირებით, სადაც მას ძველად იღებდნენ. უმბრა მყარი საღებავია და უძველესი დროიდან გამოიყენება ყოველგვარ ფერწერაში, როგორც პიგმენტი. მოიხმარება საღებავების, ლინოლეუმის, მუშამბისა და სხვათა წარმოებაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები