უზრუნველყოფის ზოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უზრუნველყოფის ზოლი – ადგილმდებარეობის ზოლი, რომელსაც გაერთიანება ქმნის თავდაცვის წინა კიდის საწყის ხაზზე. ეწყობა თავდაცვაზე გადასვლისას მოწინააღმდეგესთან შეუხებლად იმ მიზნით, რომ შეცდომაში შეიყვანონ იგი თავდაცვის ჭეშმარიტი მიზნის თაობაზე, შეაფერხონ მისი წინსვლა და მოიგონ დრო თავდაცვის მომზადებისათვის. გარდა ამისა, აიძულონ მოწინააღმდეგე, დროზე ადრე გაშალოს მთავარი ძალები, გამოავლინოს მათი შემადგენლობა და მთავარი დარტყმის მიმართულება, მიაყენონ მოწინააღმდეგეს ზარალი თავდაცვის ზოლის მთავარი ზღუდის წინა ხაზთან გასვლამდე.

უზრუნველყოფის ზოლი მოიცავს რამდენიმე პოზიციას, თავდაცვის რაიონს (საყრდენ პუნქტს) და ღობურების სისტემას. ზოლს იცავენ მეწინავე რაზმები ან დაფარვის ჯარების ნაწილები. ზოგიერთი ქვეყნის არმიებში უზრუნველყოფის ზოლი დაფარვის ზონის ნაწილს წარმოადგენს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები