დაფარვის ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაფარვის ჯარები

1. ძირითადი დაჯგუფებისგან განცალკევებით მოქმედი სამხედრო ძალები, რომელთა მიზანს წარმოადგენს მოწინააღმდეგესთან შეხებაში შესვლა, საბრძოლო მოქმედებების წარმოება, მოწინააღმდეგის შეკავება, დეზორგანიზება და შეცდომაში შეყვანა, რათა აცილებულ იქნეს დაფარვის ქვეშ მყოფ ძალებზე მისი თავდასხმა.
2. უფრო მსხვილი ძალების დასაცავად გამოყოფილი ნაწილები ან ქვედანაყოფები, რომლებიც ამოცანას თვალთვალის, დაზვერვის, შეტევითი, ან თავდაცვითი მოქმედებების კომბინირებით ასრულებენ.
3. საზღვრისპირა გაერთიანებები, შენაერთები და ნაწილები, რომლებიც განლაგებულია სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მოწინააღმდეგის უეცარი შემოჭრის მოსაგერიებლად, აგრეთვე საზღვარზე მოწინააღმდეგის აგენტურის, დივერსიულ-სადაზვერვო და სპეციალური ძალების გადმოსვლის აღსაკვეთად.

დაფარვის ჯარები სასაზღვრო ჯარებთან, აგრეთვე გამაგრებული რაიონების შენაერთებთან ურთიერთქმედებით უზრუნველყოფენ პირველი ეშელონის ჯარების ოპერატიულ გაშლას. ქმნიან ხელსაყრელ პირობებს საომარი მოქმედებების წარმოებისთვის.

დაფარვის ჯარები თავიანთი საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად იცავენ დანიშნულ ზღუდეებს მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

დაფარვის ჯარების გამოყენება დაიწყეს XVI საუკუნიდან; XX საუკუნის დამდეგიდან დაფარვის ჯარების შემადგენლობაში შეჰყავდათ ჯარების სხვადასხვა გვარეობების (ფლოტის ძალების) შენაერთები და ნაწილები.

აშშ-ის არმიაში დაფარვის ჯარები ეწოდება შენაერთებსა და ნაწილებს, რომლებსაც გამოყოფენ მარშზე მთავარი ძალების დასაფარავად, დაფარვის ზონაში და ბრძოლიდან გამოსვლის დროს მოქმედებისათვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები