ტრიანგულაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრიანგულაცია მათემატიკაში (ლათ. triangulum - სამკუთხედი) – ზედაპირის დაყოფა სასრული რაოდენობის მრუდწირულ სამკუთხედებად ისე, რომ შესრულდეს თვისებები:

1) ყველა სამკუთხედის გაერთიანება არის მოცემული ზედაპირი;

2) ნებისმიერი ორი სამკუთხედის თანაკვეთა არის ან ცარიელი, ან ემთხვევა მათ საერთო წვეროს, ან საერთო ფერდს.

მაგალითად, თუ სფეროში ჩავხაზავთ წესიერი ოქტაედრს და სფეროს ცენტრიდან დავაგეგმილებთ მის ზედაპირს სფეროზე, მივიღებთ სფეროს ტრიანგულაციას, რომელიც შედგება 8 სფერული სამკუთხედისაგან.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები