ტრემატოდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრემატოდები

ტრემატოდები – (Trematoda; ბერძნ. trematodes მისაწოვრების მქონე), ჰელმინთების კლასი; მიეკუთვნება Plathelminthes-ის ტიპს.

ტრემატოდების სხეული ბრტყელია. გამონაკლისია პარამფისტომატები, რომელთა სხეული ლილივისებრი ან მსხლისებრი ფორმისაა. კუნთოვანი მისაწოვრები (საფიქსაციო ორგანოები) განლაგებულია სხეულის წინა ბოლოზე, ვენტრალურად ან სხეულის უკანა ბოლოზე. ტრემატოდები ჰერმაფროდიტებია (გამონაკლისია შისტომატატები). მათ განვითარების რთული ციკლი აქვთ, მასპინძლებისა და თაობების მონაცვლეობით. პირველი შუალედური მასპინძლებია – მოლუსკები, მეორე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – რგოლიანი ჭიები, მოლუსკები, კიბოსებრები, ფეხსახსრიანები, ხოლო ხერხემლიანებიდან – უმთავრესად, თევზები. ზოგიერთს რეზერვუარული მასპინძელი გააჩნია. მათი დეფინიტური მასპინძლებია ხერხემლიანები, იშვიათად – უხერხემლოები. ტრემატოდები პარაზიტობენ სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები