ფეხსახსრიანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფეხსახსრიანები – (Arthropoda; ბერძნ. arthron სახსარი + pus, podos ფეხი) – ცხოველთა ტიპი, რომელთაც ნაწევრებად დაყოფილი გარე ქიტინიზებული ჩონჩხი და კიდურები აქვთ. ფეხსახსრიანთა სხეული სეგმენტებისაგან შედგება.