ტრაქელიუმი (კაპიტელის ყელი) (ბერძ. tráchēlos კისერი, ყელი) – კლასიკურ დორიულ და იონიურ ორდერებში სვეტის კაპიტელის ყელის სახელი. ტრაქელიუმი არის სივრცე ექინის ანულეტებსა და სვეტის კაპიტელისა და ტანის შეერთების განმსაზღვრელ ღარებს შორის. დამატებით იხ. ჰიპოტრაქელიუმი.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი