ტრანსცენდენტურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრანსცენდენტურობა – სიტყვა პირველად გამოიყენა ლაიბნიცმა (1686), რომელმაც წირები დაჰყო ტრანსცენდენტურ და ალგებრულ წირებად. ფუნქციებზე ეს ტერმინი გაავრცელა ი. ბერნულიმ (1724). გამოთქმა „ტრანსცენდენტური რიცხვები“ შემოიღო ეილერმა (1748). ლათინური „transcendere“ ნიშნავს „გადასვლას“, „გადამეტებას“, „გადალახვას“. ტრანსცენდენტური – „აღმატებულს“ („ჭარბს“).