ტოტიკაშვილი ამირან
ამირან ტოტიკაშვილი — (დ. 21 ივლისი, 1969, მარტყოფი, გარდაბნის რაიონი), ქართველი ძიუდოისტი (60კგ). 1988 წლის სეულის XXIV ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი (1988, 89). სსრკის ხალხთა X სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1991). „კეთილი ნების თამაშების“ (1990) ჩემპიონი. ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონი (1988, 89) და ბრინჯაოს პრიზიორი (1990). მსოფლიოს ჩემპიონი (1989). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტებს შორის (1989). თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (1990). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (2009 10). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2010 წელს ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი.
1988 წლის ოლიმპიური თამაშები
60 კგ, 36 მონაწილე
1. კიმ ჯეიიუპი (სამხრეთ კორეა)
2. კევინ ასანო (აშშ)
3. ამირან ტოტიკაშვილი (სსრკ)
3. სინძი ჰოსოკავა (იაპონია)
I წრე ქულებით (კოკა) წააგო მომავალ ჩემპიონ კიმ ჯეიიუპთან (სამხრეთ კორეა); II წრე იპონით (0,17) დაამარცხა მოჰამედშის მადჰარი (სურინამი); III წრე წმინდად (1,57) მოუგო სერჯიო პესოას (ბრაზილია); IV წრე ქულებით (იუკო) სძლია ჰელმუტ დიტცს (გფრ); V წრე ქულებით (იუკო) მოუგო პატრიკ რუქსს (საფრანგეთი).