ტეტრაედრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ტეტრაედრი (ბერძ. tetra ოთხი და hedra ფუძე, ზედაპირი, გვერდი, წახნაგი; სიტყვასიტყვით მისი მნიშვნელობაა – „ოთხწახნაგა“.) – წესიერი მრავალწახნაგა, რომელსაც აქვს 4 სამკუთხა წახნაგი, 6 წიბო და 4 წვერო; ყოველ წვეროში თავს იყრის 3 წიბო. ტეტრაედრი წარმოადგენს წესიერ სამკუთხა პირამიდას. ნებისმიერ ტეტრაედრში შეიძლება ჩაიხაზოს სფერო და ნებისმიერ ტეტრაედრზე შეიძლება შემოიხაზოს სფერო. თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ ტეტრაედრის მოცულობა V = 0,1179b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 1,7321b2.

როგორც ჩანს, ტერმინი პირველად გამოიყენა ევკლიდემ. პლატონის შემდეგ უფრო ხშირად გვხვდება ტერმინი „პირამიდა“.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები