სტეფანოზ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტეფანოზ III – ქართლის ერისმთავარი – იხსენიება ატენის სიონის წარწერაში, როგორც „კურთხეული მამფალი სტეფანოზ, ღმერთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავთერისთავი უფალი“, რომელიც გარდაიცვალა 739 წელს.

სტეფანოზ III-სთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. გ. აბრამიშვილს მიაჩნია, რომ ნერსე და სტეფანოზ III სტეფანოზ II-ის სახლის შვილები არ არიან. სტეფანოზ III ერისმთავარი იყო 711-730 წ. დამოუკიდებლად, ხოლო 730 წლიდან, როდესაც ქართლში არჩილი (სტეფანოზ II-ის ძე) გადავიდა, იგი გარდაცვალებამდე (739 წ.), როგორც ერისმთავარი, ემორჩილებოდა მას. მ. სანაძე თვლის, რომ სტეფანოზ III ერისმთავარია, ხოლო მისი შვილებია მირი და არჩილი. ნ. შოშიაშვილის აზრით ატენის სიონის წარწერაში მოხსენიებული სტეფანოზი ერისმთავარი არ არის, ხოლო წარწერა X საუკუნისაა. არჩილის მოღვაწეობის თარიღად იგი 668-718 წ, მიიჩნევს.

ა. ბრეგვაძე „ქართლის ცხოვრების“ სტეფანოზ II-ს აიგივებს ატენის სიონის წარწერაში მოხსენიებულ სტეფანოზთან. რადგან იგი სტეფანოზ II-ის მოღვაწეობას მურვან-ყრუს ლაშქრობებს უკავშირებს, აქედან გამომდინარე არჩილის მოღვაწეობა მოდის VIII ს. 80-იან წლებამდე (ამ თარიღს იზიარებს კ. თუმანოვი, კ. კეკელიძე. მ. ლორთქიფანიძე, გ. მამულია).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები