ნერსე I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნერსე I – ქართლის ერისმთავარი – მოხსენებულია სომეხ ისტორიკოსთან იოანე დრასხანაკერტელთან (X ს.) და გერმანელი მეცნიერის ი. მარკვარტის აზრით VII ს 70-იან წ. დასასრულს სოკრატეს „საეკლესიო ისტორიის“ სომხურ თარგმანის წინასიტყვაობაში.

აღნიშნული ცნობების მიხედვით სამეცნიერო ლიტერატურაში მიაჩნიათ, რომ 686 წ. ნერსე ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის ხალხების აჯანყებას არაბთა წინააღმდეგ. მან დაამარცხა და განდევნა სარდალ ბარაბას მეთაურობით სომხეთში მდგარი არაბთა ლაშქარი.

ქართლის ერისმთავრის ნერსეს იდენტიფიცირებახდებს ატენის სიონის წარწერაში სტეფანოზ მამფალის მამათან ნერსესთან და სუმბატ დავითის ძესთან („ქართლის ცხოვრება“) მოხსენიებულ სტეფანოზ II-ის შვილთაშვილთან ნერსესთან.

ერისმთავრები არშუშა და ვარაზ-ბაკური დასახელებული არიან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში. ან ცნობიას ადასტურებს აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერა. მ. სანაძის აზრით მათი ერისმთავრობა მოდის 687-700-711 წლებზე. ისინი ერისმთავრებად დასვა იუსტინიანე კეისარმა (685-695) და სხვა საგვარეულოს (ფეროზიანთა) შტოს წარმოადგენენ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები