სროლის შეცდომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სროლის შეცდომა - ჭურვის (რაკეტის, ნაღმის, ტყვიის და ა.შ.) ვარდნის (გასკდომის) წერტილის ან წერტილების ჯგუფის ცენტრის გადახრა დამიზნების (მიზნის) წერტილიდან.
სროლის შეცდომა წარმოადგენს სროლის მომზადების და დამიზნების, გაფანტვის, იარაღის და საბრძოლო მასალების ტექნიკური მახასიათებლების შეცდომების შედეგს.