სკენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიონისოს თეატრი ათენში ორქესტრით, პროსკენიუმითა და სკენით

სკენე — (ბერძნ. ckene – კარავი) – ძველბერძნული თეატრის სამი ნაწილიდან ერთ-ერთი. ადრეულ ხანაში (ესქილემდე) სკენე იყო დროებითი ხის ნაგებობა, განკუთვნილი მსახიობების გადაცმისათვის. თეატრალური მოქმედების გართულებამ და ჯერ მეორე, შემდეგ მესამე მსახიობის შემოყვანამ, მოითხოვა კედლის აშენება, რომელსაც ეწოდა სკენე აქ ამაგრებდნენ ფიცარზე ან ტილოზე დახატულ დეკორაციას (მოგვიანებით, ამ მიზნისთვის იყენებდნენ პროსკენეს). მე-5 ს. ძვ.წ. სკენეს ორივე მხარეს მიაშენეს პარასკენეები. თანამედროვე სიტყვა „სცენა“ სკენედან იღებს სათავეს.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები