სისტრუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სისტრუმი – საკრალური დანიშნულების საჟღარუნო მუსიკალური ინსტრუმენტი და ხატხორის უძველესი ფეტიში. იყო ორი სახის – ნაოსის (ეგვ. sšš.t) და ნალის (ეგვ. Shm, ბერძნული პერიოდიდან ასევე ib) ფორმის. დღეს ჩვენს ხელთ არსებული უძველესი ნიმუში წარმოადგენს ტეტი II-ის შეწირულობას დენდერას ხატხორისადმი. სისტრუმი იყო ასევე მეშვიდე ზემოეგვიპტური ნომის სიმბოლო. მის დედაქალაქს (დიოსპოლისი პარვა) სისტრუმის ქალაქს (Hw.t sšš.t) ეძახდნენ.