ფეტიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეტიში - (ინგლ. fetish, ლათ. facticius ხელოვნური, ნაყალბევი) - პირველყოფილ კულტურაში საგანი, რომელიც სულის განხორციელებად მიიჩნევა. ასეთი საგნები, ჩვეულებრივ, რელიგიური და მაგიური რიტუალების აუცილებელი ატრიბუტია; ხშირად მაგიასთან ერთად მოიხსენიება.

ფეტიშიზმი ფსიქოლოგიაში

უფრო ფართო გაგებით (ძირითადად, ფსიქოლოგიაში, ფსიქოანალიზში), არაეროტული ობიექტისადმი (მაგალითად, ტანსაცმლის) აკვიატებული ერთგულება ან ინტერესი.

სასაქონლო ფეტიშიზმი

არსებობს ე. წ. სასაქონლო ფეტიშიზმი (მარქსიზმში), რაც გულისხმობს კაპიტალიზმში ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური ობიექტების შემოსვას „ბუნებრიობით“, რაც სინამდვილეში სოციალური პროცესების შედეგია. მარქსი მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ეკონომიის დიდი ნაწილი დამნაშავეა ეკონომიკის ფეტიშიზაციაში და ას ფარავს ფუნდამენტურ – ეკონომიკურ და სოციალურ – მიმართებებს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები