სირინოზიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სირინოზიანი – (დაახლოებით XVIII ს.), თარგმნილი საგმირო-საფალავნო პროზაული თხზულება, რომელსაც პირობითად აქვს ერთი სახელწოდება. შედგება ორი კარისაგან: „მაშრიყის ხელმწიფისა და ძის მისისა სირინოზის ანბავი შესაქცევად სასმენი“ (მოიცავს 30 თავს) და „ამბავი მაშრიყთა ხელმწიფისა სირინოზისა და ძისა მისისა მარიხისა“ (მოიცავს 26 თავს). აშკარად ეტყობა ანალოგიური ჟანრის ძეგლთა („ყარამანიანი“, „მირიანი“) გავლენის კვალი. ენა და სტილი საკმაოდ პრიმიტიულია. პროზას ზოგჯერ შაირით გაწყობილი ლექსები ენაცვლება, არც მთარგმნელის ვინაობისა და არც სპარსული წყაროს შესახებ არავითარი ცნობა რა მოგვეპოვება.



ლიტერატურა

  • გ. იმედაშვილი, „სირინოზიანი“, ლიტერატურული ძიებანი, IX, 1958


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები