სინუსოიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სინუსოიდა – ბრტყელი წირი, რომელიც წარმოადგენს y=sinx ფუნქციის გრაფიკს დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში; გრაფიკი არის პერიოდული წირი, პერიოდით 2π. წირი სიმეტრიულია კოორდინატთა სათავის მიმართ.
სინუსოიდა ხშირად გვხვდება ელექტროტექნიკის, მექანიკის და სხვა დარგების შესწავლისას.