სილიკონიანი ფოლადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სილიკონიანი ფოლადი – ელექტრული სპეციალური ფოლადი (ლამინირებული ფოლადი, სილიკონური ელექტროტექნიკური ფოლადი, სილიციუმიანი ფოლადი, სარელეო ფოლადი, სატრანსფორმატორო ფოლადი), რომელსაც აქვს კონკრეტული მაგნიტური თვისებები: ჰისტერეზისის მცირე ფართობი, რაც უზრუნველყოფს ციკლში სიმძლავრის დანაკარგის შემცირებას, მცირე დანაკარგებს გულანაში და მაღალ გამტარობას.

სილიკონიანი ფოლადი შემადგენლობაში შედის: 0-დან 6,5%-მდე სილიციუმი (კომერციულ ფოლადებში 3,2%), მანგანუმი და ალუმინი, თითოეული 0,5%-მდე; ნახშირბადის, გოგირდის, ჟანგბადისა და აზოტის შემცველობა რაც შეიძლება მცირე უნდა იყოს, რადგან ეს მინარევები მნიშვნელოვნად ამცირებენ ფოლადში მაგნიტურ გამტარობას და ზრდიან ჰისტერეზისის დანაკარგებს. ამათგან ყველაზე მავნე მინარევია ნახშირბადი, რომელიც იწვევს მაგნიტურ დაძველებას, ამიტომ მისი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,005%, რაც მიიღწევა ფოლადის გამოწვით. დნობის ტემპერატურა – 1500°C (სილიციუმის შემცველობისას 3,1%); სიმკვრივე – 7650 კგ/მ3 (სილიციუმის შემცველობისას 3%). სილიკონიანი ფოლადი მომხმარებელს მიეწოდება საიზოლაციო საფარვლით, თერმული დამუშავებითა და განსაზღვრული მაგნიტური თვისებებით. გამოყენებისას მასალის პერფორაცია არ ასუსტებს მის ელექტროტექნიკურ თვისებებს. ძირითადად გამოიყენება ელექტროტრანსფორმატორებში. სილიკონიანი ფოლადის მარკები და ტექნიკური მონაცემები მოცებულია ამერიკულ ნორმებში (ASTM A976-03).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები