სიერა-ლეონე
სიერა-ლეონე - (Sierra Leone - სიერა-ლეონეს რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.
ფართობი – 72,3 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 5,1 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. ფრიტაუნი.
ადმინისტრაციულად იყოფა 3 პროვინციად და 1 ოლქად.
დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი ქვეყანა.
დამოუკიდებლობა აღიარა 1961 წელს, 1971 წლიდან რესპუბლიკაა.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კრება.
სიერა-ლეონე აგრარული ქვეყანაა. განვითარებულია სამთომოპოვებითი დარგი (ალმასი, ბოქსიტი და სხვა).
საზღვაო პორტებია: ფრიტაუნი, ბონთე, პეპელი.
საერთაშორისო აეროპორტი – ფრიტაუნი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 10,5 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 10 ათ. და სამხედრო-საზღვაო 0,5 ათ..