სვეტი ქვისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვეტი ქვისა

სვეტი ქვისა - (ჭიშკრის სვეტი) საქართველოში ეზო-კარმიდამოს ჭიშკრის გაფორმების დიდი ტრადიცია არსებობდა და ასეთი ნაგებობანი იგებოდა სხვადასხვა მასალისაგან.

ჭიშკრის მშენებლობაში ადრიდანვე გამოიყენებოდა ქვა, როგორც ერთ ერთი საიმედო და მტკიცე მასალა. ჭიშკრების მშენებლობაში განსაკუთრებულ დახვეწას მიაღწია სვეტებმა, რომელთა სრულყოფილი ნიმუშები დასტურდება ქვემო იმერეთსა და სამეგრელოში. აქაური ჭიშკრების უმეტესობა წარმოადგენს ერთიან ლოდში ამოჭრილ საშუალოდ 2-2,5 მეტრის სიმაღლის ოთხკუთხა ქვის მონოლითებს, რომლებიც შემკულია მცენარეული და ცხოველური მოტივებით. ჭიშკრის კომპლექსში სვეტი გვხვდება სამი ცალი და წარმოქმნის ორ გასასვლელს - ერთს პატარას - ადამიანთათვის და მეორეს - დიდს - სატრანსპორტო საშუალებათათვის. სვეტებს შორის ძველად კრამიტით გადახურული ხის ჭიშკრები იყო აბმული, რაც ბოლო ხანს შეცვალა რკინის ჭიშკარმა. ჭიშკრის სვეტების დამზადება წმინდა ხელობის რიგში ექცევა, რაც პირველ ყოვლისა, მის შემკულობაში გამოიხატება. ჭიშკრის ქვის სვეტები ოჯახის ეკონომიკური სიძლიერის მანიშნებელიც იყო.

ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები