საჰაერო-სადესანტო ტექნიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო-სადესანტო ტექნიკათვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან პარაშუტებით (პირადი შემადგენლობის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა) დესანტირების საშუალებები.

მათ შორის:

  • სადესანტო პარაშუტები – პირადი შემადგენლობისათვის;
  • მრავალგუმბათიანი სისტემების მქონე საპარაშუტო პლატფორმები – მძიმე ტვირთისათვის;
  • საპარაშუტო-რეაქტიული, საპარაშუტო-უპლატფორმო – საჰაერო-სადესანტო ჯარების მუხლუხა საბრძოლო ტექნიკისათვის;
  • საპარაშუტო-სატვირთო სისტემები – 500 კგ. მასის ტვირთისათვის.

დამხმარე საშუალებებს განეკუთვნება სატვირთო კონტეინერები, საპარაშუტო-სადესანტო ტარა და სამაშველო-საცურაო საშუალებები (ნავები, ჟილეტები).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები