სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა – ქვეყნის, მისი მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების მომზადების დონე და პოტენციალი გარეშე აგრესიის მოსაგერიებლად, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის დასაცავად.

სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა:

  • ომის საფრთხის ხასიათი და მასშტაბი;
  • ქვეყნის ჩართულობა საერთაშორისო კოლექტიური უსაფრთხოების სტრუქტურებში, ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, მისი ეკონომიკური, მეცნიერულ- ტექნიკური განვითარება და ადამიანური რესურსები;
  • საზოგადოების სოციალური და ეროვნებათშორისი ერთიანობა და მოსახლეობის მორალურ-ფსიქოლოგიური მზადყოფნა, პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის უნარი ეფექტიანად გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები.

სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის საფუძველს შეადგენს შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი, მათი უნარი, თავიდან აიცილონ შეიარაღებული თავდასხმა, ხოლო აგრესიის შემთხვევაში – მოიგერიონ და დაამარცხონ მოწინააღმდეგე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები