სახალხო დრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სახალხო დრამა – დრამის თავისებური სახეობა, ფოლკლორული ნაწარმოებების ერთობლიობა. დრამატული ქმედების ელემენტები ნიშნეულია კალენდარული (საეკლესიო, საერო) და საოჯახო წესჩვეულებისათვის (ქორწილი, ნათლობა და ა.შ.). ფართოდ იყო გავრცელებული სახალხო დრამის დამოუკიდებელი ჟანრებიც – საკრალური მისტერიები, კარნავალები, მეჯლისები და ა.შ.
საქართველოში სახალხო დრამის თვალსაჩინო ნიმუში იყო ყეენობა.