მისტერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სცენა მისტერიიდან წმინდა აპოლონის წამება ფუკეს მინიატურა

მისტერია – (ბერძნ. misterion – იდუმალება, საიდუმლოება) – მე-14-16 სს. დასავლეთევროპული რელიგიური თეატრის ჟანრი; აღმოცენდა ლიტურგიკული დრამიდან. აგებული იყო ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებზე. შინაარსში განთავსებული იყო კომედიურ-ყოფითი ეპიზოდები – ინტერმედიები. მისტერიამ ტაძრის შენობიდან ქალაქში გადაინაცვლა და ქალაქური ზეიმების შემადგენელ ნაწილად იქცა. მისტერიების ორგანიზება ითავა ქალაქის ხელისუფლებამ (მუნიციპალიტეტმა) სახელოსნო საამქროებთან ერთად და მისი ჩატარება დაუკავშირა ბაზრობის დღეებს. მისტერიების შემსრულებლები ძირითადად იყვნენ ქალაქის ხელოსნები. დროთა განმავლობაში, მისტერიაში შეტანილ იქნა საერო მოტივები, რამაც იგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.

მისტერიალური დრამატურგია იყოფა 3 ძირძველი აღთქმა, ახალი აღთქმაითად ციკლად – და სამოციქულო. რელიგიური მისტერიის მკაფიო ნიმუშია არნულ გრებანის „უფლის ვნებათა მისტერია“ (მე-15 ს. შუახანი), რომელშიც მონაწილეობდა 400 პერსონაჟი. ოდნავ მოგვიანებით ჟან მიშელიც ქმნის მისტერიას სახელწოდებით „ვნებათა მისტერია“. მისტერიალურ რეპერტუარში არსებობდა საერო თემატიკაზე შექმნილი მისტერიაც „ორლეანის ალყის მისტერია“, რომელიც შეიქმნა ორლეანის მისადგომებთან ფრანგების გამარჯვების თემაზე (1429).





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები