სატანკო იერიში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სატანკო იერიში – სატანკო იერიშს ახორციელებენ სატანკო ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით. ტანკები მოძრაობენ მაქსიმალური სიჩქარით, რის შესაძლებლობასაც იძლევა ადგილმდებარეობის პირობები, აწარმოებენ ცეცხლს შეუჩერებლივ, ანადგურებენ მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებს, ცოცხალ ძალასა და ტექნიკას. სატანკო იერიში შეიძლება მონაწილეობდნენ ქვეითი (მოტომსროლელი) ქვედანაყოფები.
იხილე აგრეთვე