სასიმინდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასიმინდე

სასიმინდე - სიმინდის ტაროს შესანახ-სახმობი ნაგებობა. ძირითადად გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. ყველა სასიმინდე აგებულია იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ მასში ჰაერმა იოლად იმოძრაოს და გამოაშროს შემოდგომით მასში შეყრილი სიმინდი.

სასიმინდე ჩვეულებრივ ორი განყოფილებისაგან შედგება. ერთი მოწნულია წკნელით, რომ ჰაერმა იოლად იმოძრაოს და სიმინდი გააშროს ხოლო მეორე განყოფილება გათლილი ფიცრითაა ნაშენი, სადაც გამხმარ სიმინდს ფშვნიან, ზოგჯერ ამ განყოფილების იატაკი დახვრეტილია და ტაროს ცეხვა-ფშვნისას სიმინდი დაბლა იყრება. სასიმინდე ზოგჯერ ხულას ელემენტებსაც ითავსებდა და გვევლინება ორსართულიანად. იგი, როგორც წესი, გამართული იყო ხის ან ქვის ბოძებზე. სასიმინდეებს ჰქონდათ საკეტები და არ უკეთდებოდა მუდმივი კიბე.

შქერისა და თხილის წკნელით მოწნული სასიმინდეები გამოირჩევა წვნის დახვეწილი ხელოვნებით. ასეთი ტიპის სასიმინდეებს ეწოდებათ:

  • ძარული,
  • ლასტური,
  • ჩელტური,
  • გრიგლური,
  • ღომური.

გარდა ამისა, არსებობდა ფიცრული სასიმინდეები, რომლის ფიცრები აჟურული ხარატულებით იყო გამოყვანილი. სასიმინდე, როგორც უაღრესად საჭირო პროდუქტის შესანახი ნაგებობა, განაწყობდა ადამიანს იგი ესთეტიკურად ელამაზებინა და ამ სურვილის რეალიზაციამ წარმოშვა სასიმინდეთა ულამაზესი ტიპები.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები