სასაზღვრო წარმომადგენლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სასაზღვრო წარმომადგენლები – მომიჯნავე სახელმწიფოების კომისრები, რწმუნებულები, წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრულ მონაკვეთებზე ასრულებენ ორმხრივ ფუნქციებს. იღებენ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვასთან და სასაზღვრო კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
სასაზღვრო წარმომადგენლები და მათი სამსახურებრივი დოკუმენტები ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობენ.