სან-მარინო
სან-მარინო (San-Marino – სან-მარინოს რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, ზღვაზე გასასვლელის გარეშე. გარს აკრავს იტალიის ტერიტორია.
ფართობი – 61 კმ2.
მოსახლეობა – 30 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – იტალიური.
დედაქალაქი – ქ. სან-მარინო.
ადმინისტრაციულად იყოფა 9 მხარედ (ციხესიმაგრე).
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია ორი კაპიტან-რეგენტი, საკანონმდებლო ორგანო – დიდი გენერალური საბჭო.
სახელმწიფოს დაარსების დღე აითვლება 301 წლიდან. სან-მარინოს ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული იტალიასთან.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ტურიზმი და სოფლის მეურნეობა (მარცვლეულის წარმოება, მეღვინეობა, მეცხოველეობა), საფოსტო მარკების და მონეტების გამოშვება.
სან-მარინოს შეიარაღებული ძალები არ გააჩნია, ქვეყნის დაცვის ფუნქციას ასრულებს იტალიის შეიარაღებული ძალები.