სანაიას ყველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანაიას ყველი

სანაიას ყველი - თუ რამე საკრალური არსებობს სამეგრელოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველის ამოყვნაა – აქ ვერც სიტყვას წარმოებას ვერც ფაბრიკაციას ვერ მიუსადაგებ, არ მოუხდება... დიახ, ყველი ამოყავთ ნედლი და თოვლივით ქათქათა, შვილივით ნაფერები და ხელისგულში მოქცეული...


რამდენი ოჯახიცაა, იმდენ გემოს და სახეობის ყველს შეხვდებით, შეიძლება კრებსითად ან ჭყინტი ერქვას ან სულგუნი, მაგრამ გრადაციებს ვერ აცდებით. ეს შინაურულად, საოჯახო ყველის დონეზე, მაგრამ, თუ ყველის საქმედ ქცევაა გადაწყვეტილი და თან ამას შემოქმედებითი ბუნების ადამიანები კიდებენ ხელს, იქ უკვე ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.


ერთი რომ გემოს საიდუმლო რეცეპტს აგვირისტებს, მეორე – დაუზარლად წნავს ყველის გვირგვინებს... რგოლებად აწყობს, ვარდებს ამსგავსებს...




წყარო

ქართული ყველი: კატალოგი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები