ქართული ყველი: კატალოგი
ქართული ყველი - მიზეზთა და მიზეზთა გამო ქართულმა ბაზარმა დაიჯერა - რომ მას მხოლოდ ოთხი ტიპის ყველი აქვს - „სულგუნი“, „იმერული", „გუდა“ და ე.წ „ქართული ყველი“, რომელსაც სხვაგვარად ქარხნულ ყველსაც უწოდებენ ყოველდღიურობაში. არადა, მეხსიერებას, რომლის უერთგულესი აღმწერელი - ეთნოგრაფიაა, რუდუნებით აქვს შემონახული ინფორმაციები, ქართული რძისა და რძის პროდუქტების მრავალფეროვნებასა და ორიგინალურობაზე.
ამთავითვე უნდა „შეგითანხმდეთ“, რომ ქართული ყველის კატალოგის გამოცემა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს, რადგანაც ის, რაც ამოვიღეთ, ლიტერატურიდან ცალკეული ოჯახებიდან და ფერმერთა წარმოებიდან, მტვერწაყრილი თაროებიდან, ამიერიდან უკვე სხვა სივრცეში დაიდებს ბინას და მას უკვე „ძველით ანალი“ ქართული ყველის საკუთარი „თარო" ექნება საქართველოში. მოხვდება მოსახლეობის ყოველდღიური ქვების რაციონში და, დიდი იმედი გვაქვს, მაღალი კლასის რესტორნებისა და მსოფლიო ბაზრის თაროებისკენაც გაიევლევს გზას!